რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა - Palitra News

რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა

2025-08-21 15:49:22+04:00

რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა. - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ადასტურებს. უწყების ოფიციალური განცხადებით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ ყველა არსებული ძალისა და რესურსის მობილიზება განახორციელა. უწყებაში განმარტავენ, რომ მიღებული ზომების მიზანი პოლონეთის ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.