აგრესორმა ქვეყანამ უკრაინას 641 დრონითა და რაკეტებით შეუტია. - რუსეთის სამიზნეს უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები და დასახლებები წარმოადგენდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ათობით სახლი. ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან განხორციელებულ იერიშს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების მიზანი ხალხის ტერორია. რუსეთმა მთელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 4 აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.