უნგრეთი აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი სამიტის მასპინძლობისთვის მზადაა - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის სამართლიან და უსაფრთხო პირობებს უზრუნველყოფს. დასავლური მედია ამ დრომდე აქტიურად წერდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს. სიიარტომ აშშ-ისა და უნგრეთის ლიდერებს შორის უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხზე საუბარი უარყო. თავის მხრივ, სამმხრივი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი და განმარტავს, რომ თუ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, უკრაინა აშშ-ისგან რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელის.