„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტული გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სამართლიანმა არჩევნებმა საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინა პერიოდში არსებულ გარემოს შეფასებაზე ანგარიში მოამზადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, ასევე, საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საარჩევნო გარემოსთვისაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.