აგრესორი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტი ზალპური სისტემებით დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 სამოქალაქო პირი კი მძიმედ დაშავდა. ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, სავაჭრო დაწესებულებები და ელექტროგადამცემი ხაზები. დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს და მათი სამიზნე ადგილობრივი ბაზარი იყო. ხელისუფლება მოსახლეობას დონეცკის დროულად დატოვებისკენ მოუწოდებს.