იტალიამ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებს, რუსეთის მიერ ომის განახლების შემთხვევაში, უკრაინის დახმარება დაევალება - Palitra News

იტალიამ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებს, რუსეთის მიერ ომის განახლების შემთხვევაში, უკრაინის დახმარება დაევალება

2025-08-21 12:53:07+04:00

იტალიამ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ევროპის ქვეყნებს, რუსეთის მიერ ომის განახლების შემთხვევაში, უკრაინის დახმარება დაევალება - იტალიის პრემიერ-მინისტრის წინადადება აღიარებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ განიხილება, თუმცა ის ომში მყოფ ქვეყანას დასავლელი პარტნიორების მხრიდან კოლექტიური დახმარების მექანიზმს სთავაზობს. წყაროების ცნობით, დასავლელ პარტნიორებს უკრაინისთვის უმოკლეს დროში სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევისა და რუსეთის სანქცირების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია გულისხმობს თუ არა აღნიშნული გეგმა ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას. წყაროები აცხადებენ, რომ განხილვები გრძელდება და წინადადებების შინაარსი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.