ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაცია ღაზის სექტორის ოკუპაციას მოიცავს - Palitra News

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაცია ღაზის სექტორის ოკუპაციას მოიცავს

2025-08-21 12:51:15+04:00

ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაცია ღაზის სექტორის ოკუპაციას მოიცავს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აღნიშავს, რომ ღაზაზე თავდასხმის პირველი ეტაპის შედეგად ისრალის თავდაცვა ღაზის გარეუბნებს აკონტროლებს. ამავდროულად, ისრაელის სამხედრო ოპერაციას საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ სამხედრო ოპერაცია ორივე მხარეს დიდ კატასტროფამდე მიიყვანს. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების მთავარი წინაპირობა ყველა მძევლის დროულად გათავისუფლება, ღაზის მოსახლეობისთვის მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, “ჰამასის“ განიარაღება და პალესტინის ადმინისტრაციის გაძლიერებაა.