გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ 91 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ქვიშა-ხრეში უკანონოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას მიმდებარედ მოიპოვა. სამართალდამრღვევი სპეციალური სამსხვრევი დანადგარით ბუნებრივი რესურსის უკანონო გადამუშავებასაც ახდენდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.