The New York Times-თან საუბარში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ რაზმაძე 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს რუსი სამხედროების გორში შესვლას მიესალმა. საკითხს გამოეხმაურა გორის საკრებულოს თავმჯდომარეც, მან გამოცემა ცილისწამებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ჩივილს აპირებს.