საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობით დეკლარაცია და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობით დეკლარაცია და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-08-21 12:39:19+04:00

მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობით დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოდან მორიგ ჯერზე უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებებს ისმენს. ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვას არ გამორიცხავენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ვინაიდან ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის, გაძევების საკითხიც ლოგიკურია.