რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა - Palitra News

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა

2025-08-20 20:19:09+04:00

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა. სახელმწიფო დაცვის მინისტრი იუწყება, რომ ადგილზე პოლიცია, სამხედრო პოლიცია და ტერიტორიული დაცვის ძალები მუშაობენ. უცხოური მედიის თანახმად, აფეთქება სიმინდის ველზე, სოფელ ოსინიში, პოლონეთის აღმოსავლეთით მოხდა. ადგილზე მეტალისა და პლასტმასის დამწვარი დეტალებია აღმოჩენილი. მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი დრონი რუსეთის წარმოებისაა. ეს შესაძლოა იყოს "შაჰედის" ტიპის საფრენი აპარატი ან საჰაერო ძალების დასაბნევად გამოყენებული დრონი-იმიტატორი.