ბელარუსი და ირანი შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. ლუკაშენკომ ირანელ კოლეგასთან გამართულ მოლაპარაკებებს შინაარსიანი, თბილი და კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ მხარეებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას ხელს უწყობს. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას ირანის ატომურ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ირანი ბელარუსთან თანამშრომლობისთვის მზად არის.