თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქართველოს პროკურატურა დაკავებულების დამნაშავედ ცნობას მოითხოვს. ამ შუამდგომლობით ბრალდების მხარემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მიმართა. პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა და დაკავებული 11-ვე პირის ბრალეულობაზე გაამახვილა ყურადღება. დაცვის მხარის მტკიცებით, კი დანაშაულის ამსახველი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ დევს, შესაბამისად, ამ პირობებში გამამართლებელი განაჩენის გამოტა უალტერნატივოა და შემდეგ სხდომებზე, დასკვნით სიტყვაში დაკავებული 11 პირის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვენ. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.