ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ პოლიტიკოსები? - Palitra News

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ პოლიტიკოსები?

2025-08-20 20:16:13+04:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მუნიციპალური არჩევნების დაკვირვებაზე დიდი სურვილი არც თავად ეუთო/ოდირს გამოუხატავს. არჩევნებში მონაწილე პარტიებს კი მზადება დაწყებული აქვთ. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება მათ მხარეს იქნება. მათი ოპონენტები, გახარია საქართველოსთვის და ლელო-ძლიერი საქართველოს გუნდებიდან კი აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად, ყველა არსებულ რესურსს გამოიყენებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ამბობენ, რომ ბრძოლის ხაზი ერთიანობაზე გადის.