18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა - Palitra News

18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-08-20 20:14:26+04:00

18 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. განხილვის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტნიორი სახელმწიფოების გვერდით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი არ ყოფილა. მმართველი გუნდის განცხადებით, საკითხის გარშემო სპეკულაციები არასწორია, რადგან ამერიკა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ოპოზიციის აზრით კი - ეს აჩვენებს რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც უწყება, ოფიციალურად აღარ არსებობს და რომ ქართული დიპლომატია მკვდარია.