თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი - ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი დეკლარაციის ერთი ნაწილია. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია და ევროპელი პოლიტიკოსებიც სრულ აბსურდში არიან. ქართული ოცნება პარტნიორებს უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. დასძენენ, რომ დიალოგზე მზაობა არსებობს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები ევროპამაც უნდა გადადგას. ოპოზიციას პასეს დეპუტატების ინიციატივა არ უკვირთ.