ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა - Palitra News

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა

2025-08-20 15:53:51+04:00

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა. მათივე ცნობით, აღნიშნული შეტევითი ოპერაციის გეგმა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ისრაელ კაცს გენერალ-ლეიტენანტმა წარუდგინა. ოპერაცია „გიდეონის ეტლები B“-ის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაახლოებით 60 000 რეზერვისტს გამოიძახებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.