ევროპელმა ლიდერებმა 19 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კიევსა და მოსკოვს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული და ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმა განიხილეს - Palitra News

ევროპელმა ლიდერებმა 19 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კიევსა და მოსკოვს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული და ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმა განიხილეს

2025-08-20 15:53:19+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა 19 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კიევსა და მოსკოვს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული და ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმა განიხილეს. მედია იუწყება, რომ დაახლოებით 10-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, უკრაინაში თავიანთი ჯარების გაგზავნაზე მზადყოფნა გამოაცხადეს. მათივე ცნობით, ევროპელების მიერ შემუშავებული გეგმის პირველი ეტაპი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას გულისხმობს. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამას, სავარაუდოდ, ძირითადად ევროპელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტებული მრავალეროვნული ჯგუფი, მათ შორის ასობით ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი განახორციელებს, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზიდან შორს განთავსდებიან.