მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ. - Palitra News

მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ.

2025-08-20 15:50:57+04:00

მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს. სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა. დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ, ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან. კრიზისული სიტუაციების დროს, მსგავსი სწავლებები ხელს უწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.