დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების საკითხი?! - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია და ევროპელი პოლიტიკოსებიც სრულ აბსურდში არიან. "ქართული ოცნება" პარტნიორებს უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. დასძენენ, რომ დიალოგზე მზაობა არსებობს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები ევროპამაც უნდა გადადგას. ოპოზიციას პასეს დეპუტატების ინიციატივა არ უკვირთ.