ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ისლამური რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, ისრაელისა და ირანის ომის დროს დარჩენილი საბრძოლო მასალა აფეთქდა - Palitra News

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ისლამური რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, ისრაელისა და ირანის ომის დროს დარჩენილი საბრძოლო მასალა აფეთქდა

2025-08-20 12:41:32+04:00

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 19 აგვისტოს ისლამური რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში, ისრაელისა და ირანის ომის დროს დარჩენილი საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ დასავლეთ ირანში, ლორესტანის პროვინციაში, ქალაქ ბეირანშაჰრის მახლობლად, „სიონისტური რეჟიმის აუფეთქებელი საბრძოლო მასალა“ აფეთქდა. ივნისში 12-დღიანი თავდასხმების დროს ისრაელმა დაბომბა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები, ასევე საცხოვრებელი რაიონები, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურები და ბირთვული ფიზიკოსები-მეცნიერები. აშშ-მა, რომელიც ომში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით ჩაერთო, 24 ივნისს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები დასრულდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა. ირანის ოფიციალური პირები მას შემდეგ აცხადებენ, რომ თეირანი მზადყოფნაშია იმ შემთხვევისთვის, თუ მის მოსისხლე მტერთან, ისრაელთან, კიდევ ერთი დაპირისპირება დაიწყება.