ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატოს შემდეგი სამიტი 2026 წლის 7-8 ივლისს ანკარაში, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება. ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც თურქეთი ნატოს სამიტს უმასპინძლებს: აქამდე ალიანსის ლიდერები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ 2004 წელს. 2027 წელს ნატოს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი, ალბანეთი უმასპინძლებს.