თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას. მომდევნო სხდომაზე კი საბოლოო სიტყვას დაკავებულებიც წარმოთქვამენ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირია დაკავებული. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.