დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების საკითხი?! - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ. მმართველი გუნდი დასავლეთს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ევროპული სახელმწიფოების ნაწილს საქართველოსთან მიმართებით უსამართლო დამოკიდებულება აქვს. ხელისუფლება დიალოგზე მზაობას გამოთქვამს, თუმცა ევროპისგანაც შემხვედრ ნაბიჯებს ელის. ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთისგან იზოლაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქართული ოცნება უმრავლესობაში რჩება.