ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2025-08-20 12:27:48+04:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მუნიციპალური არჩევნების დაკვირვებაზე დიდი სურვილი არც თავად ეუთო/ოდირს გამოუხატავს. არჩევნებში მონაწილე პარტიებს კი მზადება დაწყებული აქვთ. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება მათ მხარეს იქნება, მათი ოპონენტები, "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" გუნდებიდან კი აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად, ყველა არსებულ რესურსს გამოიყენებენ.