რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს შეფასებები მოჰყვა თბილისშიც - რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს შეფასებები მოჰყვა თბილისშიც - რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2025-08-19 20:05:56+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ომი დროულად დასრულდება და უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს პოზიტიურად აფასებენ ოპოზიციაშიც. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, ამ პროცესმა აჩვენა, რომ უკრაინა მარტო არ არის და მის გვერდით მთელი ევროპული ცივილიზაცია დგას. მათი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიების მიღების პროცესში ჩაერთოს.