შედგება თუ არა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა - აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის აუდიენციას აორგანიზებს. მსჯელობა მიმდინარეობს უსაფრთხოების გარანტიებზეც, თუმცა უცნობია, რა პირობები დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. დონალდ ტრამპის განცხადებით, ტერიტორიების გაცვლის ფარგლებში უკრაინა ბევრ მიწას მიიღებს, მაგრამ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი არა უცხო ტერიტორიების მიტაცება, არამედ რუსი ხალხის დაცვა იყო. რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი და როგორია ჩართულ მხარეთა შეფასებები?!