დედაქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, "გახარია საქართველოსა" და ლელო-ძლიერი საქართველოს გუნდებიდან ოპონირებას, ირაკლი კუპრაძე გაუწევს. ოპოზიციური ჯგუფები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და დასძენენ რომ არჩევნებს ცვლილებების მისაღწევად გამოიყენებენ. 64-ივე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს ქართული ოცნება. მმართველი გუნდის აზრით, ამ პროცესში ოპოზიციამ არათანამიმდევრულობა არჩვენა, რაც სისუსტის გამოხატულებაა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას აკრიტიკებენ, ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილიც. მათი აზრით, კოლეგების ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭების ტოლფასია, ხოლო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის - რეპუტაციული ზიანი.