უკრაუნული მედიის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 10 რაკეტითა და 270 დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 270 „შაჰედის“ ტიპის დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 5 ბალისტიკური და 5 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 რაკეტა, 230 დრონი და ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების დანაყოფის მეთაური, რომ ნიკოლსკოეს ნავთობსატუმბ სადგურზე იერიშის შედეგად დაზიანდა მთავარი ნავთობსადენი „დრუჟბა“ და მუშაობა განუსაზღვრელი დროით შეწყვიტა. უკრაინის გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ ნიკოლსკოეს სადგური რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაწილია და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სრული შეწყვეტის მისაღწევად უკრაინის თავდაცვის ძალები მუდმივად შეეცდებიან, შეამცირონ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი.