ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს - Palitra News

ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

2025-08-19 15:51:58+04:00

ცხინვალის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გუშინ „ტერიტორიაზე პატრულირების დროს“ მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებული 33 წლისაა.