როგორ აფასებს ოპოზიცია "ლელო-ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" საერთო მერობის კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს - Palitra News

როგორ აფასებს ოპოზიცია "ლელო-ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" საერთო მერობის კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს

2025-08-19 15:44:49+04:00

"ლელო-ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" საერთო მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე იქნება. პოლიტიკურმა გუნდებმა საზოგადოებას გადაწყვეტილება გუშინ გააცნეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი დასახელდნენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. კრიტიკას არ მალავს ოპოზიციის მეორე ნაწილი. მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ორივე ოპოზიციური ჯგუფი ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება.