ევროპა მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ - ამ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი თქმით, საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზაა. მანამდე, ალასკაში აშშ-ისა და რუსეთის პრზიდენტების შეხვედრის შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უცვლელი შეფასებები გააკეთეს და დასძინეს, რომ ევროპულ ბიუროკრატიას ,,დიფ სთეითის’’ ხელით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და რევოლუციური სცენარის მოწყობა სურდათ. იწურება იმ დათქმების შესრულების ვადაც, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის განუსაზღვრა.