“ლელო-ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” საერთო მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე იქნება - რა გეგმა აქვთ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს - Palitra News

“ლელო-ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” საერთო მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე იქნება - რა გეგმა აქვთ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს

2025-08-19 12:41:05+04:00

“ლელო-ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” საერთო მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე იქნება. პოლიტიკურმა გუნდებმა საზოგადოებას გადაწყვეტილება გუშინ გააცნეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი დასახელდნენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.