თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. როგორც პროკურორმა განაცხადა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. ბრალდების მხარის პოზიციას არ ეთანხმებიან დაკავებულების უფლებადამცველები. ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე 28, 29 და 30 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა. ნიკოლოზ ჯავახიშვილის უდანაშაულობაზე მიუთითებს მისი უფლებადამცველიც. გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობამ, მათი ვერსია და მოწმე პირების ჩვენებებში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს აქციაზე დანაშაული არ ჩაუდენია.