სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2025-08-18 20:34:49+04:00

სასამართლომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის თქმით, პროკურატურა გამოძიების მსვლელობისას ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას - ვიდეო კამერის ჩანაწერებს დაეყრდნო. დაკავებულების უფლებადამცველის თქმით, არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაზარალებული თავად დაესხა თავს აქციის მონაწილეებს, ხოლო ჯიბიდან ცივი იარაღი - დანა გადმოუვარდა, რაზეც პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას არ ჩაატარებდა. გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.