მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ოჯახის წევრები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. როგორც აცხადებენ, ამ ფორმით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გააპროტესტებენ. მთავრობის მეთაურმა დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა, რომ სინამდვილეში, ისინი კონკრეტული ბრალის ქვეშ უსინდისო ქმედებების გამო არიან. ჩვენი ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი იმყოფება ადგილზე, ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.