უცხოური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ფედერალური ზომების ფარგლებში, ერთ ღამეში 68 ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით, სამართალდამცავებმა 15 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალდებები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ თავდასხმას, პოლიციელზე თავდასხმას და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას მოიცავს. ვაშინგტონში სამართალდამცავი ორგანოების მიერ 7 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის შემდეგ, დაკავების 308 შემთხვევა დაფიქსირდა.