4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში 14 პოლიტიკური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, მათ რიგებში არიან პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ და კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო. მხარეები საერთო მერობის კანდიდატს სავარაუდოდ, დღეს დაასახელებენ. მუნიციპალური არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება ,,ქართული ოცნება’’. მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. დედაქალაქის მერის განცხადებით, ქართული ოცნება ერთადერთი ძალაა, რომელსაც თბილისთან დაკავშირებული გამოწვევების მოგვარება შეუძლია. კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია რვა ოპოზიციური პარტია. მათი შეფასებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ჯგუფები თვითდაზიანების პროცესში არიან.