ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება. მთავარი თემა - ალასკაში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალების განხილვა და სამმხრივი შეხვედრის დაგეგმვა იქნება. როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებსა და ,,მსურველთა კოალიციის" წევრებს შეხვდა.