ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა - Palitra News

ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა

2025-08-18 12:39:07+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციების ორგანიზატორების თქმით, მთავრობის გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღების შესახებ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მედიის ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი თელ-ავივში შეიკრიბა. ერთდღიანმა ეროვნულმა გაფიცვამ, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ნაწილია, ზოგიერთ რაიონში გზების, ოფისებისა და უნივერსიტეტების დახურვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა, დღის განმავლობაში, 40-მდე ადამიანი დააკავეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საპროტესტო აქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს „ჰამასის“ პოზიციას განამტკიცებს და მძევლების გათავისუფლებას შეაფერხებს.