ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს

2025-08-18 12:37:47+04:00

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს. მისივე თქმით, ჯერჯერობით 18 პაკეტი მიღებულია, ხოლო მე-19 პაკეტისთვის მზადება გრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა სანქციების ეფექტურობას ხედავს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპელი ლიდერები ზეწოლას რუსეთის ომის ეკონომიკაზე გააგრძელებენ, რათა პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანონ.