უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა - Palitra News

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა

2025-08-18 12:36:22+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი. ხარკოვის მერის, განცხადებით, დარტყმების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.