რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს - Palitra News

რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს

2025-08-17 16:46:39+04:00

რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, მშენებლობები, წლის ბოლოსთვის, ეტაპობრივად დასრულდება.