„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ამჯერად პარტიამ შეხვედრა ქალაქ ხარაგაულში გამართა. ლელოს წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქში კორუფციისა და სოცდაუცველთა მოსყიდვის ნიშნები იკვეთება, რადგან მუნიციპალიტეტმა მხოლოდ დასუფთავების პროგრამის ბიუჯეტიდან გასულ წელს 2,5 მილიონი დახარჯა, აქედან 1,6 მილიონი კი ხელფასებზე დარიგდა. ლელო ხელოვნურად შექმნილ „სამუშაო ადგილებზე მიანიშნებს.