ესპანეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვრიან - Palitra News

ესპანეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვრიან

2025-08-17 13:59:20+04:00

ესპანეთში ისევ მასშტაბური ხანძარია. მეხანძრე მაშველები ხანძარს 24 საათიან რეჟიმში ებრძვიან. ვითარებას თითქმის ორკვირიანი სიცხე და სამხრეთის ქარი აუარესებს. ხანძრებმა ესპანეთში 150 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. სტიქიას ქვეყნის მასშტაბით უკვე 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ხანძრის უკიდურესი საფრთხის შესახებ გაავრცელა განცხადება, რადგან ჩრდილოეთ სანაპიროზე ტემპერატურა, სავარაუდოდ, 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.