ისრაელმა იემენი დაბომბა - Palitra News

ისრაელმა იემენი დაბომბა

2025-08-17 13:55:13+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს ინფორმაციას, რომ იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელეს. ავია იერიში ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ნავებმა მიიტანეს. ისრაელის შესაბამისი უწყებების ცნობით, დარტყმები განხორციელდა „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმის მიერ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ.