„როიტერსის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო - Palitra News

„როიტერსის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო

2025-08-17 12:22:51+04:00

გამოცემა „როიტერსის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპტთან საუბარში დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილების გადაცემის თაობაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. სანაცვლოდ, პუტინი სხვა ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვას ჰპირდებოდა. Reuters-ის წყაროები ასევე ადასტურებენ, რომ ევროპელი ლიდერები მიიწვიეს ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.