სააგენტო „როიტერი“ ალასკის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს აქვეყნებს. გამოცმემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ალიანსის გარეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს; ყირიმი აღიარებული იქნება რუსეთის ფედერაციად; რუსეთი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს. უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. მოთხოვნებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნაც. ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართა.