სერბეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ბელგრადში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა ესროლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ადგილობრივი დროით, საღამოს, შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე საათში მათ პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკის გაშვება დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს. საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა სხვა ქალაქებში. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი ასევე გამოიყენეს ნიშში აქციის მონაწილეების დასაშლელად. სერბეთში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბრიდან იმართება, როდესაც ქალაქ ნოვი-სადის განახლებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ და ვადამდელი არჩევნების გამართავს ითხოვენ.