პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდნეობამ 300-ს გადააჭარბა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მხოლოდ ბოლო 24 საათში 200-მდე ადამიანია დაღუპული. ასევე, უამინდობის გამო კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმა. სტიქიამ ყველაზე მეტად ხაიბერ-პახტუნხვას პროვინცია დააზარალა, დანგრეულია შენობები და გზები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შექმნილი სიტუაციის განსახილველად საგანგებო შეხვედრა გამართა.